13:23 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1617)
72 0 0

ჰაკერებმა კომპანიის ელექტრონული ფოსტიდან მასობრივი ინფორმაციის ზოგიერთ საშუალებას ცრუ ინფორმაცია გაიგზავნეს

თბილისი, 24 ივნისი — Sputnik. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი" აცხადებს, რომ მათი ელექტრონული ფოსტა კიბერშეტევის მსხვერპლი გახდა.

როგორც კომპანია იუწყება, ინციდენტის შედეგად ამ დილით მასმედიის რამდენიმე საშუალებამ მათი ელექტრონული ფოსტიდან ცრუ ინფორმაცია მიიღო.

„თბილისის მიკროავტობუსის" კომპიუტერული უზრუნველყოფის დეპარტამენტი მუშაობს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაზე და მომხდარის შესახებ კომპანია შეატყობინებს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

კონკრეტულად რა ინფორმაციაზეა საუბარი, კომპანიის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1617)

მთავარი თემები