19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმე: მკვლელობა თუ... რა დაადგინა ექსპერტიზამ

© courtesy of FC Saburtalo Academyგიორგი შაქარაშვილი
გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის ცნობილია, რომ ახალგაზრდას თავსა და სხეულზე, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმები აღენიშნება.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. წინასწარი ექსპერტიზის შედეგებით, გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის სხეულზე ბლაგვი საგნით მიყენებული მრავლობითი ტრავმები ჩანს, განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულის“ ეთერში დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ. 

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
გიორგი შაქარაშვილის საქმე: რა ახალი დეტალი გამოიკვეთა და რატომ დაამატა მუხლი გამოძიებამ

ოთხდღიანი სამძებრო ოპერაციის შედეგად, რომელშიც 70-მდე მაშველი, მყვინთავები და ყველა აუცილებელი ტექნიკა იყო ჩართული, ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი მდინარე არაგვში 22 ივნისს, დაახლოებით დღის 2 საათზე იმ ადგილთან ახლოს იპოვეს, სადაც ახალგაზრდა ბოლოს ნახეს ცოცხალი.

შსს-ს ცნობით, გამოძიება შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, რომელმაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია, მიმდინარეობს ორი მუხლით – თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა.

„აღებული იქნა ყველანაირი ბიოლოგიური მასალა, ჩატარდა ლაბორატორიული კვლევები, რათა პასუხი გაეცეს ძალზე მნიშვნელოვან კითხვას – გარდაცვლილი ცოცხალი მოხვდა თუ არა წყალში. ანუ, ადგილი ჰქონდა ასფიქსიურ სიკვდილს, წყალში დახრჩობას, თუ პირიქით, ადგილი ჰქონდა ტრავმას, რომელმაც ასეთი შედეგი გამოიწვია“, – განაცხადა ექსპერტმა.

მისი სიტყვებით, ექსპერტიზის საბოლოო შედეგების შემდეგ გაკეთდება დასკვნა, თუ რა გახდა ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზი.

„რა ტრავმები ჰქონდა და იყო თუ არა ისინი სიცოცხლის დროინდელი, ეს დადგინდება ტრავმების ხასიათის მიხედვით. შემდგომ ეტაპზე, ალბათ, გამოძიება წარმოადგენს მოწმეების ჩვენებებზე დაფუძნებულ თავის ვერსიებს“, – განაცხადა ექსპერტმა. 

გიორგი შაქარაშვილი - Sputnik საქართველო
19 წლის ფეხბურთელის უკანასკნელი ვიდეო დაბადების დღის საბედისწერო წვეულებიდან

როგორც შაქარაშვილის ერთ-ერთმა ნათესავმა განაცხადა ჟურნალისტებთან, გიორგის თავის ქალის ტრავმა აღენიშნება.

„მას თავის ქალა აქვს გატეხილი და სხეულის სხვა ნაწილებზეც აღენიშნება მრავლობითი ტრავმები“, – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ნიკა ჯაჭვაძემ.

შსს-ს ინფორმაციით, რომელიც მოწმეების ჩვენებებს ეყრდნობა, 18 ივნისის საღამოს შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში მეგობარი გოგონას დაბადების დღეზე, მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში იმყოფებოდა. იმ საღამოს 35-დან 40 ადამიანამდე იყო შეკრებილი. ახალგაზრდებს შორის კონფლიქტი დაიწყო, რომელიც შემდეგ ავტობანზე გაგრძელდა.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 50-ზე მეტი ადამიანია გამოკითხული, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

ახალგაზრდა ბიჭი ბოლოს ცოცხალი მისმა მეგობარმა გური ამირხანაშვილმა ნახა. მას ახლა „ოქროს მოწმეს“ ეძახიან.

ყველა ახალი ამბავი
0