რატომ არ გამოცხადდა გიორგი გაბუნია უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე

© photo: Only Georgian / FBგიორგი გაბუნია
გიორგი გაბუნია - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი გაბუნია თანახმაა გამოძიებას ჩვენება მისცეს, მაგრამ მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით.

თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ წამყვანი გიორგი გაბუნია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ში) დაკითხვაზე არ გამოცხადდა. მისი თქმით, კითხვებს ის მხოლოდ სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

იგეგმებოდა თუ არა გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია? რას ამბობს უსაფრთხოების სამსახური>>

გაბუნიას დაბარება გამოკითხვაზე, სავარაუდოდ, უკავშირდება თბილისში 12 ივნისს ჩატარებულ სპეცოპერაციას. გუშინ უწყებაში გამოკითხვაზე ასევე იყო დაბარებული „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია, მაგრამ სუს-ში მისვლაზე მანაც უარი განაცხადა და ჩვენების მიცემას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დათანხმდა.

სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
ზურაბიშვილი: დაველოდოთ რუსეთის მოქალაქის საქმეზე გამოძიების დასრულებას

პოლიციამ სპეცოპერაციის დროს ჩრდილოეთ კავკასიის მკვიდრი დააკავა, რომელსაც ბრალი დოკუმენტების გაყალბებაში წარედგინა. სუს-მა დაადასტურა, რომ დაკავებული ასევე ფიგურირებს წინასწარ განზრახვით მკვლელობის მომზადების საქმეში.

სუს-ის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე „მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ტელეეთერით განაცხადა, რომ საუბარი იყო შეკვეთით მკვლელობაზე და რომ დაკავებული გეგმავდა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობას ერთი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტისთვის პირდაპირი ეთერით მიყენებული შეურაცხყოფის გამო. მან აღნიშნა ასევე, რომ თავდასხმა ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის შეკვეთით მზადდებოდა.

ხელს ნუ უშლით გამოძიებას: უსაფრთხოების სამსახური მასმედიას მეორედ მიმართავს>>

რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვს სასამართლომ აღკვეთის ზომად პატიმრობა მიუსაჯა.

რამზან კადიროვი - Sputnik საქართველო
თუ ვინმე ჩემი დავალებით მოქმედებს, ის მას ასრულებს: კადიროვის კომენტარი ბრალდებაზე

საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოებას მოუწოდა, არ გააკეთონ ნაჩქარევი დასკვნები და დაელოდონ მკვლელობის მომზადების საქმეზე გამოძიების შედეგებს. სუს-მა ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, თავი შეეკავებინათ რაიმე ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა ხელი არ შეეშალათ გამოძიებისთვის.

გაბუნიამ 2019 წლის 7 ივლისს თავის საავტორო გადაცემაში, როდესაც ის „რუსთავი2“-ში მუშაობდა, რუსულად მიმართა რუსეთის პრეზიდენტს და შეურაცხყოფა მიაყენა მას. ეს მოხდა თბილისში საპროტესტო აქციების ფონზე და რუსეთის მიერ საქართველოსთან საავიაციო კავშირის აკრძალვამდე ერთი დღით ადრე.

ყველა ახალი ამბავი
0