12:37 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1616)
227 0 0

დაუჯერებელია, მაგრამ ბავშვის მამამ განაცხადა, რომ არ იცოდა ცოლის ორსულობის შესახებ, ხოლო იმ დროს, როდესაც ცოლი მშობიარობდა, ის ყავას სვამდა.

თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში ბენზინგასამართი სადგურის ტერიტორიაზე ახალშობილი იპოვეს, იუწყება ტელეარხი Rustavi2.

გამვლელებმა ნაპოვნი ბავშვის შესახებ პოლიციას აცნობეს. ბავშვს აღენიშნებოდა სხეულის დაზიანებები, ამჟამად ის მართვით სუნთქვაზეა, თუმცა მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოჩნდა ბავშვის მამაც, რომელმაც განაცხადა, რომ ბავშვის დედასთან უკვე შვიდი წელია ცხოვრობს, თუმცა მისი ორსულობის შესახებ არაფერი იცოდა.

„ყავას ვსვამდი, თვითონ საათი-საათნახევარი ტუალეტში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა, სხვა ბავშვი არ გვყავს, მე მინდოდა, მაგრამ თვითონ არ უნდოდა. მეუბნებოდა, სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდებაო, საერთოდ აზრზე არ ვიყავით, თუ ფეხმძიმედ იყო“, – განაცხადა ბავშვის მამამ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1616)

მთავარი თემები