13:20 03 აგვისტო 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.6420
  • 100 RUB4.1573
  • USD3.0721
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1037)
133 0 0

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით მუშაობის შედეგად ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები დაზიანდა

თბილისი, 7 ივნისი – Sputnik. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე შსს-მ სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საქმე 4 ივნისს სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნებართვო სამუშაოებს ეხება.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკით მუშაობის შედეგად ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები დაზიანდა. სპეციალისტებმა დააფიქსირეს სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები, რომლებიც ტაძრის გარშემოა მიმობნეული. დაზიანებულია ეკლესიის შესასვლელთან არსებული ზღურბლის ქვაც.

პოლიციამ უნდა დაადგინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოების განმახორციელებელი პირთა ჯგუფი, რომელთაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა განესაზღვრებათ.

სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებების ხარისხს დაადგენენ.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფელ გომანში არსებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი - სომხური ეკლესია XIX საუკუნეშია აგებული. სომხური ეკლესიის კედელში ჩაყოლებულია ძველი ქართული ეკლესიის ქვაჯვარის ბაზისი.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1037)

მთავარი თემები