17:49 12 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (994)
71 0 0

საქართველოში ოჯახური ძალადობა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება - 2020 წლის პირველ ოთხ თვეში დაახლოებით 1800 ასეთი დანაშაული დაფიქსირდა,

თბილისი, 7 ივნისი - Sputnik. შიდა ქართლში დააკავეს ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ერთბაშად ორი პირი - 80 და 38 წლის მამაკაცები, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა დაცვა სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს – ლომჯარია >>

გამოძიების მონაცემებით, ქარელში 80 წლის მამაკაცი თავისი 14 წლის შვილიშვილის ცემის გამო დააკავეს. მოზარდმა აცნობა სოცმუშაკს, მან კი - პოლიციას. ახლა პენსიონერს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ის გორში ცოლის ცემისთვის დააკავეს, ასევე გარკვეული პერიოდის მანძილზე ბრალდებული ცოლს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ახლა მასაც სამ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ოჯახური ძალადობა, ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების მიუხედავად, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად რჩება. 2020 წლის პირველ ოთხ თვეში დაახლოებით 1800 ასეთი დანაშაული დაფიქსირდა, საიდანაც დაახლოებით 1000 გახსნილია.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (994)

მთავარი თემები