დედოფლისწყაროში გველებმა ორი ადამიანი დაკბინეს

© photo: Sputnik / Artem Koreniuk / გადასვლა მედიაბანკშისამართალდამცველები სოფელში
სამართალდამცველები სოფელში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს. ქვეწარმავლებმა ბუდეების გაკეთება რომ ვერ შეძლონ, სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ქვეწარმავლებმა ორი ადამიანი დაგესლეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გველი - Sputnik საქართველო
ოჯახმა ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ცოცხალი შხამიანი გველი აღმოაჩინა – ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცს გველმა ივრის ჭალაში მდებარე საქონლის ფერმაში უკბინა, ხოლო მეორე, 60 წლის მამაკაცი ქვეწარმავალმა სოფელ სამთაწყაროში იმ დროს დაგესლა, როდესაც ის ვენახში მუშაობდა.

დედოფლისწყაროს გადაუდებელი დახმარების სამსახურის ხელმძღვანელის, იამზე ბაღაშვილის განცხადებით, ორივე მამაკაცს ქვეწარმავლის მიერ მკვეთრად გამოხატული ნაკბენი აღენიშნებოდა.

„საავადმყოფოში გველის ნაკბენით ორი ადამიანი შემოიყვანეს. ერთი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბის მცხოვრებია, რომელიც ფერმაში მუშაობდა. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოვათავსეთ, თუმცა მას შრატის გაკეთებაც არ დასჭირდა და რამდენიმესაათიანი დაკვირვების შემდეგ, ბინაზე გაეწერა“, - განაცხადა ბაღაშვილმა.

რაც შეეხება მეორე პაციენტს, მას მარჯვენა კიდურზე აღენიშნებოდა ნაკბენი.

„როგორც თავად პაციენტი აცხადებდა, მას გიურზამ უკბინა. სტაციონარში გაუკეთდა გველის შხამის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი. პაციენტს აღენიშნებოდა ადგილობრივი და ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები და გადავიყვანეთ თბილისის წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკაში“, – განაცხადა იამზე ბაღაშვილმა.

საქართველოში 30 სახეობის გველი ბინადრობს, მათგან შხამიანი ოთხია — გიურზა, დინიკის გველგესლა, ცხვირრქოსანი გველგესლა, კავკასიური გველგესლა. თბილისში გველის 12-მდე სახეობა ბინადრობს.

სპეციალისტები მოსახლეობას ურჩევენ ეზოების გაწმენდას სამშენებლო მასალებისა და ნარჩენებისგან და ბალახის მოთიბვას, რათა გვ

ყველა ახალი ამბავი
0