რუსთავის მერიის შენობაში მოქალაქემ მერის მოადგილე სცემა

© photo: Sputnik / Stringerრუსთავის მერია
რუსთავის მერია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა აღნიშნული მოქალაქე შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

თბილისი, 5 ივნისი – Sputnik. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ერთ-ერთმა მოქალაქემ მერის მოადგილეს გოჩა ლორიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი ფაქტი საჯარო მოხელის საქმიანობას უკავშირდება.

„მერიის ადმინისტრაციის შენობაში გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება. რა გახდა ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი, უცნობია“, – განაცხადა რუსთავის მერიის აპარატის უფროსმა ნინო ნიკოლაევამ ჟურნალისტებთან.

სამართალდამცველებმა აღნიშნული მოქალაქე შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0