18:39 08 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4463
  • 100 RUB4.2402
  • USD3.0552
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (988)
70 0 0

პოლიციელებმა საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის ავტომობილი შეაჩერეს, მანქანიდან გადმოსულებმა კი სამართალდამცველებს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს.

თბილისი, 4 ივნისი - Sputnik. თბილისის პროკურატურამ, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის, პატრულ-ინსპექტორები ავტომობილს დაედევნენ.  მას შემდეგ რაც პოლიციელებმა ავტომობილი შეაჩერეს, იქიდან  გადმოსულმა გ.ა.-მ და ნ.თ.-მ პატრულ-ინსპექტორებს - ი.კ.-ს და ზ.მ.-ს ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს.

შედეგად პოლიციელებს არ მიეცათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობა.

სამართალდამცველებმა ნ.თ. და გ.ა. შემთხვევის ადგილზე დააკავეს.

 ნ.თ-ს და გ.ა-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინათ.

სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი ორი დღის წინ მოხდა და ერთ-ერთი დაკავებული არის საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრის, ვანო ზარდიაშვილის ცოლისძმა, მეორე კი მისი მეგობარია.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (988)

მთავარი თემები