13:20 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19 საქართველოში (1181)
271 0 0

კორონავირუსი მამაკაცს 9 მაისს დაუდგინდა და ის თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ამირან გამყრელიძის განცხადებით, მას მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაკა მამარდაშვილის თქმით, გარდაცვლილი პაციენტი იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანის მკვიდრი, რომელიც დღემდე კარანტინზეა ჩაკეტილი.

„გიდასტურებთ, გარდაიცვალა ერთი პაციენტი სოფელ მუშევანიდან. მამაკაცი მკურნალობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. მამაკაცი დღის მეორე ნახევარში გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 9 მაისს დაუდასტურდა“, – განაცხადა მაკა მამარდაშვილმა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ გარდაცვლილ მამაკაცს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.

„სამწუხაროდ, დღეს გვაქვს გარდაცვალების მეცამეტე შემთხვევა. გარდაიცვალა 76 წლის მამაკაცი. ის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სწორედ იმ სოფლიდან არის, სადაც ყველაზე მეტი დაზიანება გვაქვს. სამწუხაროდ, ეს იყო მძიმე ავადმყოფი, მძიმე თანმხლები დაავადებებით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელოვნურ ვენტილაციაზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.

დღეს დილით კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დადასტურდა და 796-ს შეადგენდა. ამ დროისათვის გამოჯანმრთელდა 634 ადამიანი, 13 გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. მარტის ბოლოს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე მოქმედებდა. ახლა ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება.

თემები:
COVID-19 საქართველოში (1181)

მთავარი თემები