18:06 11 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4593
  • 100 RUB4.3016
  • USD3.0624
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1545)
7610

პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. თუშეთში დაშავებული პოლონელი ტურისტი ქალი ომალოდან თბილისში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით მეხანძრე-მაშველებმა გადაიყვანეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული ინფორმაციის თანახმად, პოლონეთის მოქალაქე სოფელ ომალოში ცხენიდან გადმოვარდა და მიღებული დაზიანებების გამო, სპეციალური საშუალებებით სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა სჭირდებოდა.

„ომალოს მიმართულებით, უმოკლეს დროში გაფრინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფების შემადგენლობით“, - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.

დაშავებული ქალი გადმოყვანილია თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. პოლონელი ტურისტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1545)

მთავარი თემები