14:52 03 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4381
  • 100 RUB4.3310
  • USD3.0463
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1512)
97 0 0

ოპოზიციონერი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), რაც ითვალისწინებს ერთიდან ოთხ ათას ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას.

თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს ლეიბორისტული პარტიის წევრი ლაშა ჩხარტიშვილი, რომელიც  ვაზისუბნის რაიონში ალუბლების ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებდა, პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.

ჩხარტიშვილი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებდა, რომელიც, მისი სიტყვებით, უკანონოა.

როგორც ტელეკომპანია Formula აცხადებს, ჩხარტიშვილმა სატვირთო მანქანებს გზა გადაუღობა და ბეტონის დასხმის სამუშაოებში ხელის შეშლას შეეცადა, რასაც მშენებლებთან მცირე დაპირისპირება მოჰყვა. ოპოზიციონერი მას შემდეგ დააკავეს, რაც იგი არ დაემორჩილა პოლიციის მოწოდებას ტერიტორიის დატოვების შესახებ. 

ჩხარტიშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს (პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა), რაც ითვალისწინებს ერთიდან ოთხ ათას ლარამდე ჯარიმას, ან 15 დღემდე პატიმრობას.

კორპუსების მშენებლობის წინააღმდეგია ადგილობრივი მოსახლეობაც. როგორც ისინი აცხადებენ, მათ დედაქალაქის მერიას სარეკრეაციო ზონის მოწყობის თხოვნით მიმართეს, თუმცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დაიწყო.

თავად სამშენებლო კომპანიაში კი აცხადებენ, რომ მშენებლობა კანონიერი გზით მიმდინარეობს, რამდენადაც მათ მშენებლობის ოფიციალური ნებართვა აქვთ.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1512)

მთავარი თემები