გორში მოპედის ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

© photo: Sputnikსკუტერი
სკუტერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებული ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა

თბილისი, 24 მაისი - Sputnik. გორში 26 წლის მამაკაცი ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ქალაქ გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, მოქალაქის კუთვნილი მოპედის მოპარვას ცდილობდა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 19-177-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0