03:51 05 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3422
  • 100 RUB4.3130
  • USD2.9841
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1439)
122 0 0

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ გარეგანი დათვალიერებით დაშავებულებს პოლიტრავმები აღენიშნებათ.

თბილისი, 23 მაისი – Sputnik. ზუგდიდი - ჯვარი - მესტიის გზაზე, სოფელ ზედა ეწერის მონაკვეთზე ერთმანეთს მიკროავტობუსი და Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, იუწყება Sputnik-საქართველოს კორესპონდენტი.

შეჯახების შედეგად დაზიანებული ავტომანქანებიდან გადმოიყვანეს 4 ადამიანი, ხოლო ერთი დაშავებულის გადმოსაყვანად სამაშველო სამსახურის ჩართვა გახდა საჭირო.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

„სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის მიერ შემოყვანილ იქნა 5 პაციენტი. მათ გარეგანი დათვალიერებით პოლიტრავმები აღენიშნებათ. ამ წუთებში უტარდებათ სამედიცინო გამოკვლევები, თუმცა მათ სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნებათ“, - აცხადებენ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში.

ნიკა ლატარია

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1439)

მთავარი თემები