01:26 05 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (981)
72 0 0

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის 35 წლის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. კახეთში ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 36 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თავის მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ადიგენგში მამაკაცმა საკუთარი მამა და არასრულწლოვანი შვილი სცემა >>

ოჯახური ძალადობა – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დანაშაულია. კერძოდ, 2019 წელს ოჯახური ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრა 4,6 ათას ადამიანს, რომელთა უმეტესობა დაკავებულია. სულ 2019 წელს გამოძიება დაიწყო ოჯახური ძალადობის 6 ათას ფაქტზე, მაშინ, როცა 2018 წელს ეს მაჩვენებელი 5,6 ათასი იყო.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (981)

მთავარი თემები