07:53 03 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4366
  • 100 RUB4.4862
  • USD3.0772
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
94 0 0

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

თბილისი, 19 მაისი – Sputnik. სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და ე.წ. კომენდანტის საათის წესების დარღვევის 101 ახალი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. ათი დღის შემდეგ მთავრობამ ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. აიკრძალა სამ კაცზე მეტი პირის შეკრება, სავალდებულო გახდა ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა და კომენდანტის საათის დროს სათანადო ნებართვის გარეშე ქუჩაში გასვლა აიკრძალა. 

პოლიციამ 18 მაისის 21:00 საათიდან 19 მაისის დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე მთელი ქვეყნის მასშტაბით 92 მოქალაქე დააჯარიმა. მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 8 პირი დაჯარიმდა. გარდა ამისა, პოლიციამ თვითიზოლაციის წესის დარღვევის 1 ახალი ფაქტი გამოავლინა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები.

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით.

მთავარი თემები