ბათუმში დააკავეს მამაკაცი, რომელიც ცოლს ფიზიკურად უსწორდებოდა და მოკვლით ემუქრებოდა

© photo: Sputnik / Stringerძალადობა ოჯახში
ძალადობა ოჯახში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალდებულმა მამაკაცმა, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა

თბილისი, 17 მაისი - Sputnik. ბათუმში 45 წლის მამაკაცი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მეუღლეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის და 151-ე მუხლის მეორე ნაწილებით რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0