02:08 31 მაისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5366
  • 100 RUB4.5026
  • USD3.1761
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (916)
83 0 0

გამოძიების პროცესში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულთა უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.

თბილისი, 16 მაისი - Sputnik. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და ქონების მესაკუთრის მოტყუებით ქონებრივი დაზიანების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულები   სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები არიან. ისინი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებით, ხელოვნურად შექმნილი, ყალბი აქტივის ხარჯზე, განაბაჟეს საქართველოში იმპორტირებული ნავთობპროდუქტები, რითაც სახელმწიფოს მიადგა ზარალი, რომელიც 3,5 მილიონ ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის  210-ე და 185-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

ყოფილმა ჩინოვნიკებმა სასამართლოში დანაშაული აღიარეს >>

ასევე, გამოძიების პროცესში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულთა უძრავი ქონება და საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.

უწყების ცნობით,  აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში შემჩნეული სხვა პირების გამოვლენა-მხილების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (916)

მთავარი თემები