19:47 24 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8226
  • 100 RUB4.2699
  • USD3.2641
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1122)
133 0 0

სავარაუდოდ, აღნიშნულ პირებთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, დანარჩენ დაკავებულებს კი 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 13 მაისი – Sputnik. არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული მასალის დამზადება-გავრცელებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 24 პირიდან ათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალის უკანონოდ დამზადება-გასაღების საქმის გახსნის შესახებ საქართველოს შსს-მ 2019 წლის 19 სექტემბერს გამოაცხადა. მაშინ დააკავეს 11 ადამიანი, მათ შორის აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები. მოგვიანებით ბრალდებულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ უცხოელებმა თბილისში ნაქირავებ ბინებში გახსნეს არალეგალური ფოტოსალონები, სადაც შემდგომი რეალიზებისთვის პორნოგრაფიულ მასალას იღებდნენ. სულ საქმეზე დაკავებულია 24 ადამიანი. დაზარალებულია 8-დან 14 წლამდე ასაკის 23 არასრულწლოვანი. 

საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ნიკოლოზ წულეისკირის ადვოკატის სიტყვებით, საპროცესო შეთანხმება მის კლიენტს არ შეეხო, თუმცა ასეთი შეთანხმება გაფორმდა ათ პირთან, რომლებიც დაკავებების მეორე ტალღის დროს დააპატიმრეს.

„გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მოხარული არიან გამოძიებასთან თანამშრომლობით, რათა განაჩენი შეიმსუბუქონ. ისინი აბსოლუტურად ყველაფერზე წავლენ. ამ შემთხვევაში ისინი მიუთითებენ საქმის მთავარ ფიგურანტებზე, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებზე, ბავშვების მშობლებზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც წულეისკირმა აღნიშნა, ინფორმაცია დაკავებული პირების ადვოკატებმა გაავრცელეს. მოვლენების ასეთი განვითარების შემთხვევაში იგი უფლებადამცველების მონაწილეობით საპროტესტო აქციის გამართვას არ გამორიცხავს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლებით – „წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღება“, „ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგი“.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1122)

მთავარი თემები