ხუთი წლის გოგონასთან გარყვნილ ქმედებებში ბრალდებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
2019 წლის ოქტომბერში იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 50 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებებში ედება ბრალი.

თბილისი, 13 მაისი — Sputnik. საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურამ ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც ნათქვამია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 13 მაისს გაიმართება.  

დანაშაული საქართველოში: 2020 წლის იანვარი - Sputnik საქართველო
დანაშაული საქართველოში – 2020 წლის იანვარი

პროკურატურის განცხადებით, რადგან ბრალდებულს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 5 აპრილს ეწურებოდა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთი ღონისძიების შეცვლის შესახებ და პატიმრობა გირაოთი – 10 ათასი ლარით შეუცვალა.

პროკურატურის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ გულისხმობს საქმესთან დაკავშირებით სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას. საქმის განხილვა გრძელდება და ბრალდების მხარე სასამართლოს არაერთ მტკიცებულებას წარუდგენს.

დანაშაული, რომელშიც მამაკაცს ედება ბრალი, 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მასალების თანახმად, 2019 წლის ოქტომბერში იმერეთის ერთ-ერთ სოფელში 50 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებებში ედება ბრალი. 

წარსულში სამჯერ ნასამართლევი მამაკაცი გოგონას ოჯახის ნათესავია. ბავშვის დედის მტკიცებით, იგი გოგონას მის შეხებას აიძულებდა. დედას მომხდარი ფაქტის შესახებ თავად გოგონამ უამბო. ქალმა აღნიშნა, რომ თავიდან საშიშროება ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რამდენადაც მას მომხდარის დაჯერება უჭირდა. თუმცა, დედის მხრიდან შვილის დაცვის მცდელობისას მამაკაცმა აგრესია გამოავლინა. შედეგად ქალმა გოგონა წაიყვანა და საცხოვრებლად მშობლებთან გადავიდა.

საქმეში ჩართული იყვნენ საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალისტები, ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0