თბილისი, 13 მაისი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ქალისა და მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფორუსთავი“.
შემთხვევა გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, ხოლო ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებიც მოტოციკლით გადაადგილდებოდნენ, ადგილზევე დაიღუპნენ.
ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით მინდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.