20:17 04 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4087
  • 100 RUB4.4290
  • USD3.0416
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (920)
102 0 0

უწყების ცნობით, რადგანაც ბრალდებულს 5 აპრილს 9-თვიანი საპატიმრო ვადა ეწურებოდა, ამიტომ მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა

თბილისი, 12 მაისი - Sputnik. ხუთი წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტზე ბრალდებულ ა.ა.- ს საქმეზე სასამართლო პროცესი 13 მაისს არის ჩანიშნული, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გაავრცელეს.

„ბრალდების მხარემ მითითებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევა ჯერ კიდევ თებერვალში დაასრულა და არცერთი სასამართლო პროცესი პროკურორის შუამდგომლობით არ გადადებულა, რის შემდეგ სასამართლო იკვლევდა დაცვის მხარის მტკიცებულებებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პროკურატურის მტკიცებით, ვინაიდან სასამართლო პროცესი დისტანციურად მიმდინარეობდა, ტექნიკური ხარვეზების გამო სხდომა ორჯერ გადაიდო, რის გამოც ვერ მოესწრო დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულება, ასევე დასკვნითი სიტყვების წარმოთქმა.

უწყების ცნობით, რადგანაც ბრალდებულს 5 აპრილს 9 თვიანი საპატიმრო ვადა ეწურებოდა, ამიტომ მას მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება 10 ათას ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

„საქმის განხილვა გრძელდება და სხდომებზე წარდგენილია არაერთი მტკიცებულება, რითაც დასტურდება, რომ ა.ა.-მ დანაშაული ჩაიდინა. აღნიშნული ქმედებისთვის სასჯელის სახით გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა 11-დან 15 წლამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით,  შემთხვევა 2019 წლის ზაფხულში მოხდა. ლაგოდეხის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრებმა 58 წლის მამაკაცმა იმავე სოფელში მცხოვრებ ბავშვთან სექსუალური ხასიათის ქმედება ჩაიდინა. 

მამაკაცი 2019 წლის 5 ივლისს დააკავეს. 8 ივლისს ლაგოდეხის მაგისტრმა მოსამართლემ მას პატიმრობა შეუფარდა და საქმე განსახილველად გურჯაანის რაიონულ სასამართლოს გადაეცა. 

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (920)

მთავარი თემები