15:20 06 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4221
  • 100 RUB4.2811
  • USD3.0465
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

აქციის მონაწილეთა დამშვიდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეძლო, რომელიც პირადად შეხვდა აქციის მონაწილეებს და საქმის დეტალებში გარკვევას დაჰპირდა.

თბილისი, 8 მაისი - Sputnik.  ბათუმში, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია დაკავებებით დასრულდა.

აქცია ორი დღის წინ დაკავებული რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა გამართეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას მოთხოვდნენ და აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პირების დაკავება უკანონოდ მოხდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით, აქციაზე შეკრებილებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულოგნობისთვის ოთხი ადამიანი დააკავეს.

დაკავებულთა ნათესავების დამშვიდება აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ შეძლო, რომელიც პირადად შეხვდა აქციის მონაწილეებს და საქმის დეტალებში გარკვევას დაჰპირდა.

აქცია დასრულდა, თუმცა დაკავებულების ნათესავებმა განაცხადეს, რომ თუ შაბათს მათ ნათესავებს არ გაათავისუფლებენ, ისინი მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან აქციას კვლავ გამართავენ.

მთავარი თემები