03:39 30 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8415
  • 100 RUB4.1711
  • USD3.2878
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
97 0 0

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით უწყებებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, თუმცა ამ ეტაპზე მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დეტალებს არ ახმაურებენ

თბილისი, 3 მაისი - Sputnik. ნიგერიაში მეკობრეების გატაცებას გადარჩენილი ოთხი ქართველი მეზღვაური უსაფრთხო ადგილზე იმყოფება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნიგერიაში 30 აპრილს მეკობრეებმა ათი მეზღვაური გაიტაცეს, რომელთაგან ცხრა საქართველოს მოქალაქეა. მეკობრეებს გადაურჩა გემზე მყოფი 4 ქართველი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და დიპლომატიურ უწყებებთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, თუმცა ამ ეტაპზე მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, დეტალებს არ ახმაურებენ.

იოსელიანის ინფორმაციით, გემზე დარჩენილი ოთხი ქართველი მეზღვაური უკვე უსაფრთხო ადგილზეა და ისინი დღეს შევლენ დასავლეთ აფრიკის ტოგოს ნავსადგურ ლომეში. შემდგომში კი დაიწყება საქართველოში მათი დაბრუნების პროცედურა.

„გემთმფლობელი არის ძალიან პასუხისმგებლიანი. მან უკვე დაიქირავა კრიზისების მართვის ჯგუფი, რომელიც მუშაობს მეზღვაურებთან დაკავშირებით. უწყებები ინტენსიურად ვართ ჩართული. რაც შეეხება გემზე დარჩენილ ოთხ ქართველ მეზღვაურს, ისინი დღეს შევლენ ლომეს პორტში და დაიწყება დაბრუნების პროცედურები. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, ვინც ამ პერიოდში მოვახერხეთ მეზღვაურების დაბრუნება და ამ ოთხის დაბრუნებაზეც მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

მეკობრეების თავდასხმა ნიგერიის განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ გემზე განხორციელდა.

მთავარი თემები