თბილისი, 3 აპრილი – Sputnk. ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარი გაქურდეს. წაღებულია თანხა შესაწირი ყუთებიდან, იუწყება პირველი არხი.
შემთხვევა, სავარაუდოდ, გუშინ, ღამით მოხდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.