ფოთში კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტები გამოვლინდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოთის მერი მოსახლეობას მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან როგორც კომენდანტის საათის დროს დაწესებული რეგულაციები, ისე მთავრობის ყველა სხვა რეკომენდაცია.

თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. სამართალდამცველებმა ფოთში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში ერთ დღეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 706 ფაქტი გამოვლინდა

საგანგებო მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა და ის 21 აპრილამდე გაგრძელდება. 31 მარტიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინის რეჟიმიც მოქმედებს. შემოღებულია ასევე კომენდანტის საათი 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე.

„მოვუწოდებ მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვას როგორც კომენდანტის საათის დროს დაწესებული რეგულაციები, ასევე მთავრობის ყველა სხვა რეკომენდაცია“, – განაცხადა ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ. 

მისი თქმით, ძირითადად ფიქსირდება მსუბუქი ავტომობილებით მგზავრების გადაყვანის წესების დარღვევა.

საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნების დარღვევა ისჯება ადმინისტრაციული ჯარიმით – ფიზიკური პირებისთვის 3 ათასი ლარით და იურიდიული პირებისთვის 15 ათასი ლარით. ხელახალი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია და დამრღვევს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

2 აპრილის მონაცემებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის 706 ახალი ფაქტი გამოავლინეს.

ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელდა 27 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392, ხოლო სტაციონარებში მეთვალყურეობის ქვეშ 319 პაციენტია.

ყველა ახალი ამბავი
0