მეწყერი ხულოში – რამდენიმე სოფელში მისასვლელი გზა ჩახერგილია

© photo: Kobuleti Municipality / FBმეწყერი გზაზე
მეწყერი გზაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

თბილისი, 2 აპრილი – Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოწოლილი მეწყერის გამო რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხიხაძირის ხეობაში, ხიხაძირი-თხილვანას დამაკავშირებელ გზაზე ჩამოწოლილმა მიწის მასამ სანტრანსპორტო მოძრაობა სრულად ჩაკეტა.

როგორც აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, თუმცა სატრანსპორტო მოძრაობა როდის აღდგება, ჯერჯერობით უცნობია. უწყების ინფორმაციით, გზის გაწმენდით სამუშაოებში ხუთი ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.

ყველა ახალი ამბავი
0