ეროვნული ბანკი მოსახლეობას ონლაინ-ოპერაციების შესრულებისას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

© photo: Sputnik / Vladimir Trefilov / გადასვლა მედიაბანკშიკიბერ–შეტევა
კიბერ–შეტევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ-ერთ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ საქართველოს მოქალაქეების პირად მონაცემებს უკანონო ფინანსური ოპერაციებისთვის ვერ გამოიყენებენ.

თბილისი, 1 აპრილი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციებისთვის ფინანსური სახსრების გამოყენების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

ეროვნული ბანკი ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საქართველოს მოქალაქეების პირადი მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ინტერნეტში გავრცელებული ეს ინფორმაცია მოქალაქეების ფინანსურ მონაცემებს არ შეიცავს.

ციფრები კომპიუტერის ეკრანზე - Sputnik საქართველო
საქართველოს 4,9 მილიონი მოქალაქის პირადი მონაცემები ჰაკერულ ფორუმზე – შსს-ს კომენტარი

„2020 წლის 30 მარტს ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების პირადობის დამადასტურებელი მონაცემების ერთ-ერთ ჰაკერულ ფორუმზე საჯაროდ გამოქვეყნების შესახებ. ინტერნეტით გავრცელებული აღნიშნული ინფორმაცია არ შეიცავს მოქალაქეების პირად ფინანსური მონაცემებს, როგორიცაა პიროვნების ანგარიშის ნომერი, ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, დისტანციური ფინანსური მომსახურების განსახორციელებლად საჭირო მონაცემები (მაგალითად, ინტერნეტ და მობაილ ბანკის პაროლი და მომხმარებლის სახელი) და სხვა", – აღნიშნულია განცხადებაში.

შესაბამისად, ინტერნეტში განთავსებული მონაცემები ფინანსური ოპერაციების განხორციელებისთვის საკმარისი არ არის. სხვა პერსონალური მონაცემებისა (მათ შორის, პირადი ფინანსური) და კონტროლის მექანიზმების დანერგვის გარეშე შეუძლებელია ადამიანის პირადობის მოწმობის მონაცემების გამოყენება თაღლითური მიზნებისთვის, თუ მომხმარებელი უსაფრთხოების მინიმალურ წესებს დაიცავს.

„თაღლითობის პრევენციის მიზნით კომერციული ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები მუდმივმოქმედ რეჟიმში აკვირდებიან კლიენტების ფინანსურ ოპერაციებსა და მონაცემებს", – ნათქვამია განცხადებაში.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შუძლია დარეკვა „ცხელი ხაზის" ნომერზე 2 406 406.

არავითარ შემთხვევაში არ გახსნათ ეს შეტყობინებები: ESET გამომძალველ მისამართებს ასახელებს>>

ელექტრონულმა ჟურნალმა ZDNet გამოაქვეყნა ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეების პირადი ინფორმაციის მონაცემთა ბაზის გატეხის შესახებ. სტატიის თანახმად, ბაზაში მოცემულია მონაცემები 4,9 მილიონი ამომრჩევლის შესახებ, მათ შორის არიან გარდაცვლილებიც. პირადი ინფორმაცია შედგება სახელის, გვარის, მისამართის, დაბადების თარიღისა და პირადი ნომრისგან. სულ არის ინფორმაცია 4 934 863 ადამიანზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძე - Sputnik საქართველო
„საქართველოს ბანკისა“ და „თი-ბი-სი“-ს მსგავსი ვებ-გვერდები - კიბერდანაშაული გახსნილია

პუბლიკაციის ავტორი კატალინ კიმპანუ აღნიშნავს, რომ 2019 წლის მონაცემებით, საქართველოში 3,7 მლნ ადამიანი ცხოვრობს, აქედან ერთ მესამედზე მეტი არასრულწლოვანია და ხმის უფლება არა აქვს.

როგორც ინტერნეტ-გამოცემა აღნიშნავს, გაურკვეველია, მოპოვებულია თუ არა აღნიშნული მონაცემები ფორუმის იმ მომხმარებლის მიერ, რომელმაც ისინი გამოაქვეყნა. როგორც მომხმარებელი აღნიშნავს, მონაცემთა ბაზა მოპოვებულია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან.

საქართველოს შსს-ში განაცხადეს, რომ ისინი საქმის კურსში არიან და მიმდინარეობს გამოძიება.

ცესკო გამორიცხავს საარჩევნო ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის გაჟონვის ფაქტს>>

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ცესკომ კიბერუსაფრთხოების მხარდასაჭერად და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებისთვის საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისგან (IFES) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ს მხარდაჭერით თითქმის 1,5 მლნ დოლარი მიიღო.

ყველა ახალი ამბავი
0