14:55 23 ოქტომბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8086
  • 100 RUB4.1842
  • USD3.2181
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (1170)
138 0 0

ბრალდებული წაყენებულ ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს. მას სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

თბილისი, 31 მარტი - Sputnik. სოფელ ვეჯინში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ონლაინ-რეჟიმში წარიმართა. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და 24 წლის ბრალდებულის  მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.

ბრალდებული წაყენებულ ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს. მას სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში 28 მარტს მოხდა. გამოძიების ვერსიით,  საჩხერიდან ოჯახთან ერთად სტუმრად ჩასულმა მამაკაცმა ცივი იარაღით საკუთარი შვილი, სამი თვის ჩვილი მოკლა, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მეუღლეს, ბოლოს კი თავად გულმკერდის არეში თვითდაზიანებები მიიყენა.

დაჭრილი ქალი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსშია“ მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ფაქტზე გამოძიება 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (1170)

მთავარი თემები