17:11 05 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (855)
220 0 0

მამაკაცს „ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის“ გამო ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობა ემუქრება

თბილისი, 26 მარტი – Sputnik. იმერეთის რეგიონის პოლიციის თანამშრომლებმა მამაკაცი დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს მონაცემებით, მამაკაცმა ქუთაისში მდებარე საკუთარ ბინაში თავისი და გამოკეტა და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა. დანაშაულის მიზეზების შესახებ უწყება ინფორმაციას არ ავრცელებს.

მამაკაცი დანაშაულის ადგილზე დააკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. მამაკაცს დის „იძულებითი კარანტინის“ გამო 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (855)

მთავარი თემები