ტყის ხანძრები საქართველოში: სიტუაცია თანდათან უმჯობესდება

© Sputnik / STRINGERხანძარი
ხანძარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო ხუთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.

თბილისი, 13 მარტი — Sputnik. საქართველოში ტყის, ტყის ქვედა საფარის და მინდვრის ხანძრების უმეტესობა ლიკვიდირებულია, იუწყბა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ამ დროისთვის ხანძრები ლიკვიდირებულია

სამეგრელო: წალენჯიხის მუნიციპალიტეტი – სოფლები ჩქვალერი და მუჟავა;

გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი – სოფელი გომი;

აჭარა: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი – სოფელი ზედა ჯოჭო;

ტყის ხანძარი - Sputnik საქართველო
ტყის ხანძრები საქართველოში: ცეცხლთან ბრძოლა გრძელდება

იმერეთი: საჩხერის მუნიციპალიტეტი – სოფელი ჭალა;

მცხეთა-მთიანეთი: თიანეთის მუნიციპალიტეტი – სოფელი სიონი;

კახეთი: საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – სოფლები ვერონა და რუსიანი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი – სოფელი ჩალაუბანი. ხანძარი ლოკალიზებულია, ღია კერები აღარ არის ან სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება;

იმერეთი: ჭიათურის მუნიციპალიტეტი – სოფელი სკინდორი;

მცხეთა მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი – სოფელი ჭართალი, თიანეთის მუნიციპალიტეტი – სოფლები ყუდრო, ჩაბანი და ლიშო;

ქვემო ქართლი: თეთრიწყარო. ღია კერები ნარჩუნდება

სამეგრელო: ხობის მუნიციპალიტეტი – სოფელი ხიბულა. იწვის ხმელი ბალახი და ტყის ქვედა საფარი ქარსაცავ ზოლში. ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი;

კახეთი: ახმეტის მუნიციპალიტეტი – სოფლები ქორეთი, ინგეთი და ასშნისველები. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი, ხმელი ბალახი და ეკალბარდი. ადგილებზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს;

მცხეთა–მთიანეთი: დუშეთის მუნიციპალიტეტი – სოფლები ნოჯიკი და ქაისხევი. იწვის ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მობილიზებულია 70-მდე მეხანძრე-მაშველი. სალიკვიდაციო სამუშაოებს ქარი და რთული რელიეფი ართულებს.

ბოლო ხუთ დღეში მთელი საქართველოს მასშტაბით მობილიზებული იყო 1000 მეხანძრე-მაშველი, ათეულობით სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი, რომლებმაც ჯამში 390 დასხმა განახორციელეს.

ცალკეულ შემთხვევებში მეხანძრე-მაშველებს ეხმარებოდნენ მოხალისეები, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ეროვნული სატყეო სააგენტოს მეტყევეები და დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები.

ყველა ახალი ამბავი
0