ქუთაისში გაუჩინარებულ ნიდერლანდების მოქალაქეს მდინარე რიონში ეძებენ

© courtesy of Miho Neimanსამძებრო სამუშაოები
სამძებრო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეო-სათვალთვალო კამერებმა სიიმ ვიგერი ბოლოს მდინარე რიონზე, წითელ ხიდთან დააფიქსირეს. იგი 7 მარტის 23:30 საათიდან კავშირზე არ გამოსულა.

თბილისი, 10 მარტი — Sputnik. ქუთაისში დაკარგული ნიდერლანდების 23 წლის მოქალაქის სიიმ ვიგერის სამძებრო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სწრაფი რეაგირების ჯგუფიდან მყვინთავები ჩაერთნენ, აცნობეს „Sputnik–საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ქუთაისში ნიდერლანდების მოქალაქეს ეძებენ - Sputnik საქართველო
ქუთაისში ნიდერლანდების მოქალაქეს ეძებენ

ვიდეო-სათვალთვალო კამერებმა 23 წლის ახალგაზრდა ბოლოს მდინარე რიონზე, წითელ ხიდთან დააფიქსირეს.

მამაკაცი 7 მარტს გაუჩინარდა. მისი ძმის სიტყვებით, სიიმი მეგობართან ერთად რესტორან „ბარაქაში" იმყოფებოდა. ისინი დაწესებულებიდან ერთად გამოვიდნენ, შემდეგ გაემართნენ ქუთაისის McDonald's-ის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. მეგობარი სიიმს სასტუმრო Star-ის ნომერში ელოდებოდა.

სიიმ ვიგერი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს და 7 მარტის 23:30 საათიდან კავშირზე არ გამოსულა.

ამასობაში Facebook-ზე კიდევ ერთი ტურისტის დაკარგვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

უკრაინელ 22 წლის დენის დომბროვსკის დედა ელენა მატვიიუკი ეძებს.

მისი სიტყვებით, ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში 4 მარტს დაიკარგა.

„მან გადმორეკა და თქვა, რომ სასტუმროშია და დასვენებას აპირებს. მას შემდეგ კავშირი არაა", – დაწერა ქალმა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით შსს-ში განაცხადეს, რომ მათთან აღნიშნული პიროვნების დაკარგვის შესახებ ინფორმაცია არ შესულა.

ყველა ახალი ამბავი
0