ქუთაისში ნიდერლანდების მოქალაქეს ეძებენ

© Sputnik / STRINGERქუთაისში ნიდერლანდების მოქალაქეს ეძებენ
ქუთაისში ნიდერლანდების მოქალაქეს ეძებენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცი 7 მარტს ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში მეგობართან ერთად იმყოფებოდა, რომლის დატოვების შემდეგ ის კავშირზე აღარ გამოსულა.

თბილისი, 9 მარტი — Sputnik. ქუთაისში მეორე დღეა ნიდერლანდების 23 წლის მოქალაქეს სიიმ ვიგერს (Siem Wigger) ეძებენ.

როგორც დაკარგულის ძმამ სოციალურ ქსელში დაწერა, სიიმ ვიგერი ბოლოს მეგობართან ერთად რესტორანში იმყოფებოდა, იქიდან გამოსვლის შემდეგ კი ის აღარავის უნახავს.

თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გავიდნენ და არ დაბრუნებულან: რამდენი ადამიანი დაიკარგა საქართველოში 2019 წელს

„დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან „ბარაქაში" მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს. წასვლისას გაემართნენ ქუთაისის McDonald's-ის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით", – დაწერა სიიმ ვიგერის ძმამ Facebook-ში.

სიიმ ვიგერი 7 მარტის 23:30 საათის შემდეგ კავშირზე არ გამოსულა. მისი მეგობარი კი McDonald's-დან სასტუმრო Star-ში დაბრუნდა და მას დილამდე ელოდებოდა.

რესტორან „ბარაქის" მეპატრონის თქმით, ახალგაზრდამ, რომელიც დაიკარგა, ძალიან ბევრი დალია და მთვრალი იყო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განცხადება ახალგაზრდა მამაკაცის გაუჩინარების თაობაზე უწყებაში გუშინ შევიდა და მისი ძებნა აქტიურად მიმდინარეობს.

ცნობილია, რომ ახალგაზრდები საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდნენ და მოგზაურობის გაგრძელებას გეგმავდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0