თბილისი, 7 მარტი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს მონეტები ამოიღეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მებაჟე–ოფიცრებმა საქართველოს მოქალაქის ხელბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად 16 902 ლარის ღირებულების არადეკლარიტებული ოქროს მონეტები გამოავლინეს.
საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.