თბილისში უკრაინის მოქალაქეს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა

გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული, „მეტადონის“ შემცველი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

თბილისი, 29 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 39 წლის უკრაინის მოქალაქე თბილისში ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პოლიციამ დაკავებულისგან ორ შეკვრად დაფასოებული, „მეტადონის“ შემცველი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ვადით პატიმრობას.

ყველა ახალი ამბავი
0