ქუთაისში „კანონიერი ქურდისთვის" მიმართვის გამო 72 წლის მამაკაცი დააკავეს

გამოწერა
მამაკაცი ბიზნეს-პარტნიორთან წარმოქმნილი ფინანსური დავის თავის სასარგებლოდ გადაჭრას „კანონიერი ქურდების" დახმარებით ცდილობდა.

თბილისი, 28 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა ქალაქ ქუთაისში 72 წლის ბიზნესმენი დააკავეს, რომელიც საკუთარი პრობლემების გადაჭრას ქურდული სამყაროს დახმარებით ცდილობდა, ნათქვამია შსს-ს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხელბორკილები - Sputnik საქართველო
რა კავშირშია ე.წ. კანონიერი ქურდი „ ბურდღუნიჩა" საქართველოში დაკავებულ ექვს პირთან

გამოძიების ცნობით,  ბრალდებულს, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი რესტორნის თანამფლობელია, კერძო მეწარმეებთან არსებული ვალების გამო ბიზნეს-პარტნიორთან ფინანსური დავა ჰქონდა. აღნიშნული პრობლემის თავის სასარგებლოდ გადაწყვეტის მიზნით,  იგი თურქეთში მცხოვრებ  ორ ქართველ ე.წ. „კანონიერ ქურდს“ დაუკავშირდა.

ქურდული გარჩევების შედეგად, კრიმინალურმა ავტორიტეტებმა ფინანსური დავა რესტორნის მფლობელის სასარგებლოდ გადაჭრეს და მის ბიზნეს-პარტნიორს დაახლოებით 200 ათასი  დოლარის გადახდა დააკისრეს.

პოლიციამ რესტორნის მფლობელი ქუთაისში დააკავა. სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და  მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც იგი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ  „კანონიერ ქურდებს" უკავშირდებოდა.

გამოძიება „ქურდული სამყაროს" წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0