თბილისის მეტროში ქალი გარდაიცვალა

© photo: Sputnikმატარებლის ვაგონი თბილისის მეტროში
მატარებლის ვაგონი თბილისის მეტროში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარი მონაცემებით, ქალი გულის შეტევით გარდაიცვალა. ინციდენტის გამო მეტროს მუშაობა არ შეფერხებულა.

თბილისი, 27 თებერვალი — Sputnik. თბილისის მეტროში საშუალო ასაკის ქალი გარდაიცვალა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

მეტროსადგურ „დელისის“ შესასვლელი - Sputnik საქართველო
უბედური შემთხვევა თბილისში: მეტროში ხანდაზმული მამაკაცი გარდაიცვალა

შემთხვევა მეტროს სადგურ „ისანში" დღეს, დილით მოხდა. ქალმა ვაგონში შესვლისას თავი შეუძლოდ იგრძნო. მგზავრებმა ის ვაგონიდან გამოიყვანეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევა გახდა.

სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ინციდენტის გამო მეტროს მუშაობა არ შეფერხებულა.

ყველა ახალი ამბავი
0