01:50 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (760)
1171 0 0

ორი პირი „წითელი ხიდის" საბაჟო-გამშვები პუნქტიდან გადმოიყვანეს, მას შემდეგ, რაც საზღვარზე შემოწმებისას ტემპერატურის ცვლილება დაუფიქსირდათ.

თბილისი, 26 თებერვალი - Sputnik. ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში ცოტა ხნის წინ კიდევ ორი ადამიანი შეიყვანეს, იუწყება პირველი არხი.

პაციენტები საქართველოს მოქალაქეები არიან. ისინი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ.

არსებული ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში ისინი „წითელი ხიდის" საბაჟო-გამშვები პუნქტიდან გადმოიყვანეს, მას შემდეგ, რაც საზღვარზე შემოწმებისას ტემპერატურის ცვლილება დაუფიქსირდათ. მათ ახალ კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდებათ.

საქართველოში დღეს დადასტურდა კორონავირუსით დაავადების პირველი შემთხვევა. ინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც გუშინ ირანიდან ჩამოვიდა. 50 წლის მამაკაცი საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვიდა.

ახალი ტიპის პნევმონიის აფეთქების გამო საქართველოს ხელისუფლებამ დღეს ირანში მგზავრობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, მანამდე კი დროებით შეაჩერა პირდაპირი ფრენები ჩინეთიდან და ირანიდან. აიკრძალა ასევე ცხოველების იმპორტი ჩინეთიდან. საქართველოს აეროპორტებსა და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სპეციალისტები ყველა მოგზაურს ამოწმებენ. ჯანდაცვის სამინისტრო მოსახლეობაში საინფორმაციო კამპანიას ატარებს.

თემები:
კორონავირუსმა საქართველომდე მოაღწია: ბოლო ცნობები (760)

მთავარი თემები