20:18 10 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4655
  • 100 RUB4.3263
  • USD3.0600
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (990)
140 0 0

მამაკაცი დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და მისგან 300 ლარსაც მოითხოვდა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. მამაკაცს, რომელიც ქალს შანტაჟით სექსუალურ კავშირს აიძულებდა, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სქესობრივი კავშირის იძულებისა და გამოძალვისთვის ბრალდებული მამაკაცი დამნაშავედ ცნო.

გამოძიების მიხედვით, მამაკაცმა უკანონოდ მოიპოვა ქალის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები, რომლებიც 2019 წლის იანვარში დაზარალებულის მეგობარს გადაუგზავნა. კაცი აღნიშნული მასალის გავრცელებისა და ოჯახის წევრებთან გადაგზავნის მუქარით დაზარალებულს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარებას აიძულებდა და მისგან 300 ლარსაც მოითხოვდა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი 2019 წლის 20 მაისს სიღნაღში დააკავეს.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (990)

მთავარი თემები