დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფო დაცხრილეს

© Pixabay / Alexas_Fotosპისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დაუდგენელმა პირებმა გურჯაანის საავადმყოფოს ცეცხლი გაუხსნეს, ტყვია ერთ-ერთი პალატის ფანჯარას მოხვდა.

როგორც „Sputnik საქართველოს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად არც ერთი პაციენტი არ დაშავებულა, ფაქტზე კი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

დანაშაული ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით სამ წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0