ტრაგედია კახეთში: სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის ეკიპაჟი
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია. მას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

თბილისი, 26 თებერვალი — Sputnik. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც რამდენიმე ახალგაზრდა სანადიროდ მიდიოდა, ამოტრიალდა.

გარდაცვლილი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდის მკვიდრია. მას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

ყველა ახალი ამბავი
0