11:11 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1353)
85 0 0

სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში გადავარდა. ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

თბილისი, 25 თებერვალი - Sputnik. ასპინძაში, სოფელ ტოლოშთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 29 და 23 წლის მამაკაცები დაიღუპნენ, იუწყება პირველი არხი.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში გადავარდა.

მათივე თქმით, ერთი მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1353)

მთავარი თემები