07:05 10 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4576
  • 100 RUB4.2035
  • USD3.1794
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1359)
88002

სამტრედიის შესასვლელთან სატვირთო ავტომობილთან შეჯახების შედეგად მინივენში მჯდომი ყველა, ხუთივე მგზავრი დაიღუპა.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. სამტრედიის შესასვლელთან საზარელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი სატვირთო ავტომობილი და მინივენი შეეჯახნენ. მინივენში მჯდომი ხუთივე მგზავრი დაიღუპა.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები და საპატრულო პოლიცია.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1359)

მთავარი თემები