07:06 02 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.5460
  • 100 RUB4.1164
  • USD3.2413
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1349)
272 0 0

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. თბილისში პოლიციამ 17 ძაღლისა და 10 ლეკვის გათავისუფლების ოპერაცია ჩაატარა, რომლებსაც მეპატრონეები სასტიკად ეპყრობოდნენ, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი არხი".

ოპერაცია გლდანის მეშვიდე მიკრორაიონში ჩატარდა. ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები და პოლიციის თანამშრომლები ადგილზე ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ მივიდნენ. მეპატრონეებმა, რომლებიც სახლში არ აღმოჩნდნენ და რომელთაც დაუკავშირდნენ, უარი განაცხადეს სახლში მისვლასა და ბინაში მათ შეშვებაზე. ამიტომაც პოლიცია იძულებული გახდა კარი შეემტვრიათ.

მეზობლების თქმით, ცხოველების წამება მესამე წელია გრძელდება. მათ რამდენჯერმე მიმართეს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, მაგრამ უწყებას ფაქტზე რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია. საბოლოოდ მეზობლებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს.

„ერთ ძაღლს თათი არ აქვს. ყველა მათგანი საშინლად დასუსტებული და ბინძურია. ცხოველებს ეტყობათ, რომ ისინი დაშინებული არიან", – განაცხადა ერთ-ერთმა მეზობელმა ნანუკა გელაშვილმა.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურმა ოჯახში პირობები შეაფასა როგორც „ანტისანიტარული".

ადგილობრივი მცხოვრებლების განცხადებით, ცხოველები ბინიდან ნახევარ წელზე მეტია არ გამოუყვანიათ. ძაღლებს რომ არ ეხმაურათ, პატრონები მათ სასტიკად სცემდნენ.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 259-ე მუხლით დაიწყო, რაც ცხოველის წამებას ან მისდამი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. დანაშაული ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით.

ამ დროისთვის ყველა ძაღლი მუნიციპალურ თავშესაფარშია გადაყვანილი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1349)

მთავარი თემები