13:00 03 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4778
  • 100 RUB4.0593
  • USD3.1813
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1353)
243 0 0

შუახნის მამაკაცი საკუთარ ბაღს ასუფთავებდა და შემდეგ გამხმარ ბალახს ცეცხლი წაუკიდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამი იყო და დაეძინა.

თბილისი, 24 თებერვალი - Sputnik. კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ დოესში მამაკაცი ვენახში დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

60-წლამდე მამაკაცი საკუთარ ბაღს ასუფთავებდა და შემდეგ გამხმარ ბალახს ცეცხლი წაუკიდა. წინასწარი ინფორმაციით, ის ნასვამი იყო და დაეძინა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი გარდაცვლილი, ხოლო ცეცხლი ჩამქრალი დახვდათ.

ცეცხლის ჩაქრობა ბაღში ადგილობრივებმა საკუთარი ძალებით შეძლეს, თუმცა მამაკაცს დახმარება ვერ აღმოუჩინეს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1353)

მთავარი თემები