07:31 07 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4295
  • 100 RUB4.1547
  • USD3.1740
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (1403)
61 0 0

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანის განცხადებით, მეზღვაურების გატაცების დროს იყო სროლაც, თუმცა არავინ არ დაშავებულა

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. მეკობრეებს, რომლებმაც აფრიკაში ქართველი მეზღვაურები გაიტაცეს, თავიანთი მოთხოვნები ჯერ არ წამოუყენებიათ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მეკობრეები ამ დრომდე კავშირზე არ გამოსულან. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, რა მოთხოვნები აქვთ გამტაცებლებს.

20 თებერვალს, ღამით ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს შეიარაღებული პირები ნიგერიის საპორტო ქალაქ ლაგოსთან დაესხნენ თავს და ეკიპაჟის წევრები, მათ შორის, საქართველოს ოთხი მოქალაქე გაიტაცეს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელ თამარ იოსელიანის განცხადებით, გემის მფლობელი კომპანიის თხოვნით, გატაცებული მეზღვაურების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, უწყება თავს იკავებს დეტალური ინფორმაციის გავრცელებისგან.

იოსელიანი ადასტურებს, რომ მეზღვაურების გატაცების დროს იყო სროლაც, თუმცა არავინ არ დაშავებულა.

„დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჰაერში მოხდა გასროლა. ეკიპაჟის გატაცებული წევრებიდან არავინ დაშავებულა. კომუნიკაცია მქონდა ეკიპაჟის იმ წევრებთანაც, რომლებიც ამ დრომდე იმყოფებიან გემზე. მათ შორის არის ქართველიც, რომელმაც დამიდასტურა, რომ არის უსაფრთხოდ, ჯანმრთელი და უვნებელი. რაც შეეხება გამტაცებლების მოთხოვნებს, პრაქტიკიდან გამომდინარე, რამდენიმე დღე გამტაცებლებთან კომუნიკაცია არ შედგება“, – განაცხადა თამარ იოსელიანმა.

გატაცებული მეზღვაურების ოჯახებიც მედიასთან კომუნიკაციისგან თავს იკავებენ. მათი სიტყვებით, მეზღვაურები ჯანმრთელად არიან.

თემები:
მსოფლიო დღეს (1403)

მთავარი თემები