იარაღი და დიდი ოდენობით ნარკოტიკი - სამეგრელოში 25 წლის კაცი დააკავეს

CC0 / Pixabay / janmarcust / პისტოლეტი
პისტოლეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიციამ დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ESCORT-2008-MAGNUM-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღო

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სამეგრელოში 25 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსის“ 90 აბი და ESCORT-2008-MAGNUM-ის მოდელის პისტოლეტი ამოიღეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და ითვალისწინებს რვიდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0