18:19 06 ივნისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.3476
  • 100 RUB4.2963
  • USD2.9562
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (927)
24102

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს, რომელმაც სხვების თანდასწრებით ახალგაზრდა ქალი მოკლა, 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. პოლიციამ სამტრედიაში ქალის სასტიკ მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

ქართული მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, მეუღლემ მოკლა. მამაკაცმა ქალს ყელი გამოსჭრა იუსტიციის სახლში, სადაც ქალი განქორწინების გასაფორმებლად იყო მისული.

გამოძიება სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

თემები:
კრიმინალი საქართველოში (927)

მთავარი თემები