მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შეიარაღებულმა ბებიამ შვილიშვილი საავადმყოფოდან გაიტაცა

© Pixabay / Pixabay / 1662222საავადმყოფოს პალატა
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა გოგონა და ბებია 26-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს სასტუმროში. პოლიციამ ბებიას ბავშვის გატაცება წაუყენა ბრალად.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. ახალ ორლეანში (აშშ) შეიარაღებული ბებია კლინიკაში შეიჭრა, რათა შვილიშვილი „ეხსნა“, იუწყება Fox News-ი.

​ტელეარხის ინფორმაციით, 66 წლის ეველინ მილერი, რომელიც პისტოლეტით იყო შეიარაღებული, ადგილობრივი პედიატრიული საავადმყოფოს მიმღებში შევიდა და პისტოლეტის მუქარით მოითხოვა თავისი 12 წლის შვილიშვილის ანდრეანა მილერის გადაცემა. კლინიკის თანამშრომლები შეეცადნენ ხელი შეეშალათ ქალისთვის, მაგრამ მან პისტოლეტზე ანიშნა მათ და დაემუქრა, რომ შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევდა. 

საბოლოოდ ქალმა მაინც მოახერხა შვილიშვილის წაყვანა. 

„შვილიშვილთან ერთად გაქცევისას ბებიამ ხელი ჰკრა ერთ მედდას და თავისი მანქანით დაეჯახა დაცვის ერთ-ერთ-თანამშრომელს“, — განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. 

გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გოგონა და ბებია 26-საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს ოტელ Bogalusa-ში. პოლიციამ ეველინ მილერს ბავშვის გატაცება წაუყენა ბრალად.

 

ყველა ახალი ამბავი
0