22:12 04 აპრილი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4134
  • 100 RUB4.1072
  • USD3.1576
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
კრიმინალი საქართველოში (855)
53 0 0

ბრალდებული მოქალაქეს დაჰპირდა, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის მიღებაში დაეხმარებოდა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. სამართალდამცველებმა მოქალაქის კუთვნილი ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლების მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიების ცნობით, დაკავებული დაუკავშირდა იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე საქართველოს მოქალაქეს და დაარწმუნა იგი, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, თითქოსდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მეშვეობით, დაეხმარებოდა მას ზუგდიდში საცხოვრებელი ფართის მიღებაში. ამისათვის კი ბრალდებულმა მოქალაქეს მოსთხოვა და გამოართვა 10 ათასი ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.

დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან — აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან 273,4 ათასი იძულებით გადაადგილებული პირია, ეს 88,7 ათასზე მეტი ოჯახია. სახელმწიფო მათ საცხოვრებელი ფართებით ეტაპობრივად უზრუნველყოფს.

საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, 2008 წლის ომის შემდეგ კი რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა. საპასუხოდ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა.

თემები:
კრიმინალი საქართველოში (855)

მთავარი თემები